„ტრაბზონსფორი“ 38-წლიანი შესვენების შემდეგ თურქეთის ჩემპიონი გახდა #1TVSPORT
თურქეთში ქვეყნის ჩემპიონი გამოვლინდა – თავის ისტორიაში მეშვიდედ ტიტული „ტრაბზონსფორმა“ მოიპოვა. 31-ე ტურში მან საკუთარ მოედანზე ფრედ 2:2 ითამაშა „ანტალიასთან“.
ეს ერთი ქულა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ „ტრაბზონს“ ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით გაენაღდებინა ჩემპიონობა. მეორე ადგილზე მყოფი „ფენერბაჰჩე“ ლიდერს ცხრა ქულით ჩამორჩება და თეორიულად „ტრაბზონის“ დაწევა შეუძლია, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემპიონი ირკვევა ურთიერთშეხვედრათა მიხედვით, რომელშიც უპირატესობა ტრაბზონელებს აქვთ – 3:1 და 1:1.
„ტრაბზონის“ ბოლო და ახალ ჩემპიონობას შორის 13 659 დღეა. ბოლოს გუნდი თურქეთის ჩემპიონი 1984 წელს იყო.