თქვენ ძლიერი ნაკრები გყავთ, მაგრამ საქართველოს გამარჯვების მჯერა - მარგველაშვილი ჩრდილომაკედონიელ მწვრთნელს დაენიძლავა #1TVSPORT
უეფა-ს ერთა ლიგის ფარგლებში ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოს მატჩი დღეს, 22:45 საათზე, ტოდორ პროესკის სახელობის ეროვნულ არენაზე გაიმართება. მნიშვნელოვანი თამაში ჯგუფში პირველი ადგილისთვის, მატჩი, რომელიც დიდ ყურადღებას იპყრობს, განსაკუთრებით „შკუპის“ ბანაკში.
გუნდის რიგებში, რომელიც ქვეყნის ჩემპიონი გახდა, ქართველი მცველი გაგი მარგველაშვილიც თამაშობს. ჩრდილომაკედონიური გამოცემა „სპორტმედიას“ თქმით, 26 წლის ქართველი ფეხბურთელი დარწმუნებულია, რომ „ჯვაროსნები“ გაიმარჯვებენ.
„მართალი გითხრათ, ჩრდილოეთ მაკედონია მაღალი კლასის ნაკრებია. ბოლო წლებში თქვენი გუნდი შესანიშნავად თამაშობს, მაგრამ მაინც მგონია, რომ საქართველო გაიმარჯვებს, რა თქმა უნდა, ჩემს ქვეყანას ვგულშემატკივრობ“, – ამბობს მარგველაშვილი, რომელიც „შკუპიში“ გადასვლამდე ბათუმის „დინამოში“ თამაშობდა.
აღსანიშნავია, რომ მარგველაშვილის მწვრთნელი გოცე სედლოსკია, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების კაპიტანი იყო და მისი ფორმით 100 მატჩი ჩაატარა. გამოცემის ცნობით, ისინი დანიძლავდნენ – რომლის ნაკრებიც, ის მოგებულს რესტორანში დაპატიჟებს.