„რომას“ ლეგენდამ, ფრანჩესკო ტოტიმ „როლექსის“ ფირმის თავისი დაკარგული საათის საპოვნელად სოციალური ქსელის მეშვეობით დახმარება ითხოვა.
„მეგობრებო, დავკარგე საათი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რადგან მას მთელი კარიერის განმავლობაში ვიყენებდი. მოგმართავთ იმედით, რომ ვინმემ იპოვნეთ ის. ვიცი, ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ მაინც უნდა ვცადო. ეს არის მოდელი „დაიტონა” თეთრი ინტერიერით. ჯილდოს ვაწესებ მისთვის, ვინც საათს იპოვის“, – დაწერა სოციალურ ქსელში ტოტიმ.
ნახევარმცველმა რომაულ კლუბში 1993-2017 წლებში ითამაშა, 786 მატჩი ჩაატარა და 307 გოლი გაიტანა.