„ბარსელონას“ თავდამსხმელმა მალკომმა შესაძლოა კლუბი დატოვოს.
როგორც „ფუტბოლ ესპანია“ (Footbal España) იტყობინება, ფორვარდით „ტოტენჰემ ჰოტსპურია“ დაინტერესებული. ლონდონელები მზად არიან მალკომში 50 მილიონი ევრო გადაიხადონ, რაც 9 მილიონით მეტია, ვიდრე „ბარსამ“ გადაუხადა „ბორდოს“ მიმდინარე წლის ზაფხულში.
მალკომმა კატალონიელებთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, სექტემბრის დასაწყისში კი, ერთ-ერთ ვაჯიშზე, ტრამვა მიიღო. თვის ბოლოს, როდესაც ფეხბურთელი მწყობრში ჩადგა, 2 მატჩი ჩაატარა და ორივეჯერ შეცვლაზე შევიდა.