„ტოტენჰემის“ ფორვარდი, ჰარი კეინი კოჭის ტრავმის გამო, სავარაუდოდ, თვენახევრით გამოვიდა მწყობრიდან, – ამის შესახებ ლონდონური კლუბის პრესსამსახური წერს. თავდამსხმელმა დაზიანება ინგლისის ჩემპიონატის 22-ე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მატჩში მიიღო.
„წინასწარი დიაგნოსტიკის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ კეინმა მარცხენა კოჭის მყესები დაიზიანა. ის კვლავაც ჩვენი სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშაა. ველოდებით, რომ კეინი მარტის დასაწყისში ვარჯიშებს დაუბრუნდება“, – წერია კლუბის განცხადებაში. თითქმის დადასტურებით შეიძლება ითქვას, რომ კეინი „დორტმუნდთან“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრას ვერ ითამაშებს.
მიმდინარე სეზონში, კეინმა 31 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, რომელშიც 21 გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე პასი შეასრულა.