ლონდონის „ტოტენჰემის” პრეს-სამსახურმა გამოაცხადა კლუბში კორონავირუსით დაინფიცირების ერთი შემთხვევის შესახებ.
ეს იყო პრემიერლიგის კლუბებში 1-2 ივნისს ჩატარებული 1197 ტესტიდან ერთადერთი შემთხვევა, როცა ანალიზმა დადებითი შედეგი აჩვენა.
„ტოტენჰემს” არ გაუმხელია იმ ადამიანის სახელი, ვისაც კორონავირუსი აღმოაჩნდა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ავადმყოფობა უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ინფიცირებული ერთკვირიან თვითიზოლაციაში იმყოფება, რის შემდეგაც განმეორებით ანალიზს ჩააბარებს.
საერთო ჯამში, პრემიერლიგაში 5079 ტესტი ჩატარდა და ჯამში გამოვლინდა კორონავირუსით დაინფიცირების 13 შემთხვევა.
ინგლისის პრემიერლიგა 17 ივნისს ორი მატჩით განახლდება.