„ტოტენჰემმა“ ჩისკო მუნიოსის „უოტფორდი“ დაამარცხა და პრემიერლიგის სათავეში მოექცა #1TVSPORT
„ტოტენჰემმა“ ჩისკო მუნიოსის „უოტფორდი“ დაამარცხა და პრემიერლიგის სათავეში მოექცა #1TVSPORT

ინგლისის ჩემპიონატის მესამე ტურში „ტოტენჰემმა“ „უოტფორდს“ უმასპინძლა.

თამაში მასპინძლების უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა.

მატჩის ერთადერთი გოლი 42-ე წუთზე „ტოტენჰემის“ კორეელმა ლეგიონერმა, სონ ჰინ მინმა გაიტანა – 1:0.

ამ შეხვედრის შემდეგ, „ტოტენჰემს“ პრემიერლიგის ახალი სეზონის სამივე მატჩში სამი გამარჯვება დაუგროვდა და 9 ქულით ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.

„უოტფროდი“, რომლის მთავარი მწვრთნელი თბილისის „დინამოს“ ყოფილი დამრიგებელი ჩისკო მუნიოსია, სამი ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფება.