„ტოტენჰემმა“ ანტონიო კონტე მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა #1TVSPORT
„ტოტენჰემმა“ ანტონიო კონტე მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა #1TVSPORT

ლონდონის „ტოტენჰემის“ პრესსამსახურმა გამოაცხადა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ანტონიო კონტეს გათავისუფლების შესახებ.

აღნიშნავენ, რომ მხარეებმა თანამშრომლობა ორმხრივი შეთანხმების შედეგად შეწყვიტეს.

„გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი იქნება კრისტიან სტელინი, რაიან მეისონი კი მისი თანაშემწის როლს შეასრულებს.

ჩვენ მადლობას ვუხდით ანტონიო მისი წვლილისთვის და მომავალში ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებთ“, – წერია კლუბის პრესსამსახურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 19 მარტს „საუტჰემპტონთან“ (3:3) მატჩის შემდეგ იტალიელმა სპეციალისტმა მკაცრად გააკრიტიკა ფეხბურთელები და მთლიანად კლუბი.