„ტოტენჰემის“ სატრანსფერო სიაში მადუეკესა და ტრაორესთან ერთად კვარაცხელიაცაა #1TVSPORT
„ტოტენჰემის“ სატრანსფერო სიაში მადუეკესა და ტრაორესთან ერთად კვარაცხელიაცაა #1TVSPORT

ინგლისური გამოცემა tbrfootball ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ლონდონის „ტოტენჰემის“ დაინტერესებას გამოეხმაურა და საკუთარი პოზიციაც დააფიქსირა – ქართელი თავდამსხმელი გუნდისთვის უდავოდ საინტერესო შენაძენი უნდა იყოს.

სპურსს“ („ტოტენჰემი“) ჯერ კიდევ აქვს იმის იმედი, რომ ზაფხულის ბოლომდე ფორვარდს კიდევ დაიმატებს და სიაში ხვიჩა კვარაცხელიაც შეიყვანა. Sky Sports ამტკიცებს, რომ ნონი მადუეკესა და ადამა ტრაორესთან ერთად, სიაში კვარაცხელიაცაა, ვინც ყაზანის „რუბინში“ ბოლო სეზონის განმავლობაში დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

20 წლის კვარაცხელია ევროპაში დიდი პატივისცემით სარგებლობს და უკვე რვაჯერ ითამაშა საქართველოს ნაკრებში და სამჯერ გაიტანა. ყაზანში მან დაახლოებით 60 მატჩი ჩაატარა და საკმაოდ შთამბეჭდავი სტატისტიკა დააგროვა – 8 გოლი და 13 პასი. Sky აცხადებს, რომ „სპურსი“ კვარაცხელიათი დაინტერესების მხოლოდ საწყის ეტაპზეა.

გუნდის ახალმა მენეჯერმა ფაბიო პარატიჩმა მშვენიერი კონტრაქტების წყალობით დიდი რეზონანსი გამოიწვია. მაგრამ ახლა მას სჭირდება რამდენიმე ფეხბურთელის დაწინაურება და კვარაცხელიას ან სხვას მიიწვევს.

 

tbrfootball-ის შეფასება – კვარაცხელია ნამდვილად პერსპექტიულია

კარგია, რომ „სპურსმა“ დაამატა ფეხბურთელები, რომლებსაც გუნდის წინსვლა შეუძლიათ. ლონდონელებმა ახალ სეზონში საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა უნდა სცადონ. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ ზაფხულში „ტოტენჰემმა“ ტრანსფერებზე 80 მილიონი ფუნტი სტერლინგი დახარჯა.

კვარაცხელია უდავოდ ყველაზე ნიჭიერია. „ლიდსი“ და მარსელო ბიელსა მას მაისში იწვევდნენ, მაგრამ უთხრეს, რომ ტრანსფერის ფასი 26 მილიონი ფუნტი იყო. თუ ეს ახლაც ასეა, მაშინ შეიძლება ძალიან ძვირი ფასი აღმოჩნდეს. ეს მნიშვნელოვანი კვირაა „სპურსისთვის“. ვინ წავა და ვინ მოვა, ეს მათი სეზონის შედეგს განსაზღვრავს.