„ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ინგლისის პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა #1TVSPORT
„ტოტენჰემმა“ ინგლისის პრემიერლიგის 2023/24 წლის სეზონის მეცხრე ტურში საკუთარ მოედანზე „ფულემი“ 2:0 დაამარცხა, 23 ქულა დააგროვა და გათამაშების ერთპიროვნული ლიდერია.
როგორც ანალიტიკური პორტალი Opta გვაუწყებს, „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი, ავსტრალიელი ენჯ პოსტეკოგლუ გახდა პირველი სპეციალისტი, რომელმაც პრემიერლიგის სადებიუტო სეზონში ცხრა ტურის შემდეგ 23 ქულას მოუყარა თავი.
ავსტრალიელის გაწვრთნილებმა შვიდი მატჩი მოიგეს, ხოლო ორი ფრედ დაასრულეს. „ტოტენჰემმა“ 20 გოლი გაიტანა და საკუთარ კარში რვა მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ენჯ პოსტეკოგლუ აგვისტოსა და სექტემბერში ინგლისის უმაღლესი დივიზიონის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.