„ტოტენჰემის“ ფრანგი ნახევარმცველი კორონავირუსით დაავადდა
„ტოტენჰემის“ ფრანგი ნახევარმცველი კორონავირუსით დაავადდა

ფრანგული გაზეთის „ეკიპის“ ინფორმაციით, „ტოტენჰემის“ ნახევარმცველი ტანგი ნდომბელე კორონავირუსით არის ავად. ფრანგმა ფეხბურთელმა დადებითი ტესტი რამდენიმე დღის წინ ჩააბარა.

გამოცემის ცნობით, 23 წლის ფეხბურთელი ამ მომენტისთვის ორკვირიან კარანტინში იმყოფება.

სწორედ ამ მიზეზით არ შეიყვანა დიდიე დეშამმა ნდომბელე საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში ერთა ლიგის მატჩებში მონაწილეობის მისაღებად.

გასულ სეზონში ნდომბელემ 29 მატჩი ჩაატარა ლონდონური კლუბის შემადგენლობაში.