„ნაპოლის“ ფორვარდმა არკადიუშ მილიკმა, შესაძლოა კარიერა ინგლისის ჩემპიონატში გააგრძელოს.
„გაძეტა დელო სპორტის“ ინფორმაციით, „ტოტენჰემი“ უკვე დიდი ხანია აკვირდება პოლონელ ფეხბურთელს. თავად ფორვარდმა კი შეიძლება, უახლოეს დროში დატოვოს კლუბი, თუ ვერ მოახერხებს კონტრაქტის გაგრძელებას ნეაპოლურ გუნდთან, რომელთანაც ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულში უმთავრდება.
ადრე გაჩნდა ინფორმაცია, რომ მილიკი მადრიდის „ატლეტიკოსთან“ აწარმოებს მოლაპარაკებებს.
მიმდინარე სეზონში მილიკმა 16 მატჩი ჩაატარა სერია A-ში და ცხრა გოლი გაიტანა.