„ტოტენჰემი“ 90 მილიონად როდრიგოს შეძენას აპირებს #1TVSPORT

15:05, 23.07.2025

ლონდონის „ტოტენჰემი“ როდრიგოსთვის ბრძოლაში ჩაება.

გაზეთ As-ის ინფორმაციით, ინგლისური კლუბი დაინტერესებულია „რეალის“ გარემარბით. ადრე იტყობინებოდნენ ბრაზილიელი ფეხბურთელის მიმართ „ლივერპულის“, „ბაიერნის“, „არსენალისა“ და „ჩელსის“ მხრიდან ინტერესის შესახებ.

აღნიშნავენ, რომ ევროპის ლიგის მოგების შემდეგ, „ტოტენჰემს“ სურს არა მხოლოდ შეინარჩუნოს გუნდის ძირითადი ბირთვი, არამედ გააძლიეროს შემადგენლობა. ამასთან, კლუბის პრეზიდენტი დანიელ ლევი შეეცდება მიაღწიოს როდრიგოზე დაწესებული თანხის შემცირებას 90 მილიონ ევროზე ქვემოთ.

ჯერჯერობით, არც ერთ კლუბს არ ჰქონია მოლაპარაკებები „რეალთან“ – იყო მხოლოდ წინასწარი კონტაქტები ბრაზილიელის წარმომადგენლებთან. თავად როდრიგოს სურს განიხილოს თავის მომავალზე საკითხი „რეალის“ მთავარ მწვრთნელთან ჩაბი ალონსოსთან.

გასულ სეზონში როდრიგომ ყველა ტურნირზე 30 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი