ქუთაისის „ტორპედო“ შეუჩერებელია – კახა ჩეტიანის გუნდმა ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო.
რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, ბოლნისის „სიონთან“ გამართულ შეხვედრაში, ქუთისელები უპირატესობას ფლობდნენ და დიდი სხვაობით მოიგეს. ანგარიში 34-ე წუთზე ვეტერანმა გრიგოლ დოლიძემ გახსნა, 58-ე წუთზე ლევან კუტალიამ „ტორპედოს“ უპირატესობა გაზარდა – 2:0, ხოლო 63-ე წუთზე თორნიკე კაპანაძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – ქუთაისელებმა 3:0 მოიგეს.
მოქმედმა ჩემპიონმა ზედიზედმ მესამედ მოიგო, მეშვიდე შეხვედრაა არ წაუგია და ზედიზედ ხუთი მატჩია, რაც გოლი არ გაუშვია.
ევროთასებზე მონაწილეობის გამო, „ტორპედომ“ 3 მატჩი გამოტოვა, 23 შეხვედრაში 40 ქულა დააგროვა და მესამეადგილოსან „დილას“ (რომელმაც 25 მატჩი გამართა) მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩება. „სიონი“ კი 21 ქულით ისევ მერვეზეა.