„ტორპედოს“ უკრაინელი ლეგიონერი - პირველი თამაშისთვის 100 პროცენტით მზად ვიქნებით
„ტორპედოს“ უკრაინელი ლეგიონერი - პირველი თამაშისთვის 100 პროცენტით მზად ვიქნებით

ქუთაისის „ტორპედოს“ უკრაინელმა ლეგიონერმა ვიტალი პონომარმა სეზონისთვის მზადებაზე ილაპარაკა.

ქუთაისის „ტორპედო“ სეზონს კვირას, 28 ივნისს, საჩხერის „ჩიხურასთან“ მატჩით განაახლებს. პონომარი დარწმუნებულია, რომ გუნდი ამ დღეს მომზადებული შეხვდება.

„დღეიდან უშუალოდ შეხვედრისთვის ვემზადებით. ვარჯიშები ცოტა გადატვირთულია, რადგან მაინც შეკრება გვაქვს. მიმაჩნია, რომ პირველი თამაშისთვის ძალებს აღვიდგენთ და 100 პროცენტით მომზადებულები ვიქნებით“ – ამბობს ვიტალი პონომარი.

უკრაინელი ფეხბურთელის თქმით, გუნდს უკვე შეეუგუა: „პირადად მე რაც შემეხება, „სამტრედიასთან“ მატჩამდე ჩამოსულს გამიჭირდა, რადგან ადაპტაცია ვერ მოვასწარი. ამჟამად კი თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, ფეხბურთელებს ერთმანეთის კარგად გვესმის, შეკრება ერთად გავიარეთ და არანაირი პრობლემა არა არის“.

პონომარი ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელი 2020 წლის მარტში გახდა, ბოლოს ის ლუცკის „ვოლინში“ თამაშობდა.