„ტორპედოს“ თავდამსხმელი „დილასთან“ მოგებაზე - კაცი გაუგდეს და უპირატესობა გამოვიყენეთ #1TVSPORT
„ტორპედოს“ თავდამსხმელი „დილასთან“ მოგებაზე - კაცი გაუგდეს და უპირატესობა გამოვიყენეთ #1TVSPORT

გორის „დილასთან“ გამარჯვების შსახებ კომენტარი გააკეთა ქუთაისის „ტორპედოს“ თავდამსხმელმა თორნიკე ახვლედიანმა, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა:

„ორი მარცხის შემდეგ, (ბათუმის „დინამოსთან“ (0:4) და „დინამო თბილისთან“ (1:5) ძალიან რთული იყო ამ შეხვედრის თამაში და მით უფრო – მოგება. დასაწყისში მოწინააღმდეგეს უფრო მეტი შანსი ჰქონდა – 4-5 მომენტი შექმნეს, მაგრამ რეალიზაცია ვერ მოახერხეს. ჩვენ კი კონტრშეტევაზე გავიტანეთ, შემდეგ მათ კაცი გაუგდეს და ამან იმოქმედა – გაიხსნა სივრცეები და სისწრაფეებში ჩვენი უპირატესობა გამოვიყენეთ. ამით ვისარგებლეთ. ჩემთვის ეს გოლები მნიშვნელოვანი იყო, რადგან მხოლოდ ერთი გოლი მქონდა გატანილი და თავდაჯერებულობა ვიგრძენი. იმედია, შემდეგში უფრო და უფრო მეტს გავიტან“, – ამბობს თორნიკე ახვლედიანი.

ეროვნულ ლიგის მე-20 ტურში ქუთაისის „ტორპედომ“ ერთ-ერთ ლიდერს, გორის„დილას“ ზესტაფონში უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა 4:1.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადა, რომლებმაც ბათუმის „დინამოსთან“ (0:4) და „დინამო თბილისთან“ (1:5) ორი მტკივნეული წაგების შემდეგ, ერთ-ერთი ლიდერი დაამარცხეს.

„ამ ორი წაგების შემდეგ ფსიქოლოგიურად ცოტა რთულად ვიყავით, მაგრამ ბიჭებმა მდგომარეობიდან გამოსვლა შეძლეს და ამდლობას ვუხდი, რომ მათ ეს სწრაფად დაივიწყეს. წარსულში თუ დავრჩებით, მომავალი არ გვექნება. ბიჭებმა კი თამაშში მთელი გული ჩადეს. მინდა, გამარჯვება ჩვენს გულშემატკივრებს მივულოცო. ახლა მნიშვნელოვანი პაუზა გვაქვს, ერთი კვირა დავისვენებთ და შემდეგ საქმეს შევუდგებით“, – განაცხადა კახა ჩხეტიანმა.