„ტორპედოს“ სპორტული დირექტორი გრიგალავას დამატებას არ გამორიცხავს #1TVSPORT
მოსკოვის „ტორპედოს“ სპორტულმა დირექტორმა მაკსიმ ლიაპინმა გამოცემა „სპორტბოქსთან“ გია გრიგალავას შესახებ ილაპარაკა და მასთან კონტრაქტის გაფორმება არ გამორიცხა.
„ტორპედომ“ მოსამზადებელ ეტაპზე სამი ცენტრალური მცველი დაიმატა და ჟურნალისტი დაინტერესდა, რაში სჭირდება გუნდს ამ პოზიციაზე კიდევ ერთი მოთამაშე.
„გია ჩვენთან ერთად ვარჯიშობს, მაგრამ ყოველგვარი ვალდებულების გარეშე. მოხდა ისე, რომ მოთამაშეს და გუნდს მოეწონათ ერთმანეთი. ამიტომ, მე არაფერს გამოვრიცხავ გრიგალავასთან დაკავშირებით. ამავე დროს, ვმუშაობთ არა მხოლოდ დამატებაზე, არამედ გაშვებაზეც – ამ პოზიციის უფრო გამოუცდელ მცველებს სათამაშო პრაქტიკისთვის სხვა კლუბში გავუშვებთ“, – განაცხადა მოსკოვის „ტორპედოს“ სპორტულმა დირექტორმა.
„ტორპედო“ რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ტიტულოვანი კლუბია, მაგრამ ბოლო წლებში კრიზისშია და ახლა პრემიერლიგაში დაბრუნებას ცდილობს. გუნდმა პირველი ლიგის მე–5 ტურში „ოლიმპი“ 2:0 დაამარცხა პირველი ადგილი შეინარჩუნა.
გრიგალავა უგუნდოდ ზაფხულში დარჩა, როდესაც ტულის „არსენალმა“ მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვა. თუმცა, მანამდე ხელშეკრულება შეთანხმებული იყო და ქართველი მცველი ფაქტის წინაშე დააყენეს.