„ტორპედოს“ სოციალური ინიციატივა - გუნდი ქუთაისის მოხუცთა თავშესაფარს დაეხმარა #1TVSPORT
„ტორპედოს“ სოციალური ინიციატივა - გუნდი ქუთაისის მოხუცთა თავშესაფარს დაეხმარა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედო“ არა მხოლოდ საფეხბურთო კუთხით არის გამორჩეული კლუბი. წლებია, უჭირს თუ ულხინს, გუნდი სოციალურ პასუხისმგებლობას იჩენს და ქალაქის ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობს.

ამჯერად კლუბმა, წინასააღდგომოდ, მშვენიერი ინიციატივა გამოიჩინა – დღეს გუნდის წევრები ქუთაისის მოხუცთა თავშესაფარს ესტუმრნენ – ინფორმაციას „ტორპედოს“ ვებგვერდი ავრცელებს.

„დღეს გუნდის წევრები ქუთაისის მოხუცთა თავშესაფარს ესტუმრნენ და 80 ბენეფიციარს სიმბოლურად წინა სააღდგომო საჩუქრები გადასცეს. კლუბმა დღესასწაულთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება, თავშესაფრისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გადაეჭრა და სიმბოლურ საჩუქრებთან ერთად საჭირო ტექნიკაც გადაეცათ“, – წერია კლუბის განცხადებაში.