პირველი არხის ექსკლუზიური ინფორმაციით, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებამდე, საქართველოს ქუთაისის “ტორპედოს” სამი ქართველი ფეხბურთელით გაძლიერება სურს.
სამივე მათგანს სხვადასხვა პერიოდში საქართველოს ნაკრებში უთამაშია და ახლა ეს სამეული ეროვნული საფეხბურთო ლიგის “რუსთავში” თამაშობს.
ამ სიაში არიან “რუსთავის” კაპიტანი მამუკა კობახიძე, მარჯვენა ფლანგის მცველი (ნახევარდაცვაშიც თამაშობს) ლევან გეგეჩკორი და საყრდენი ნახევარმცველი მათე ცინცაძე. ჯერ საკითხი გადაწყვეტილი არაა, მაგრამ მოლაპარაკება მიმდინარეობს
ქუთაისის „ტორპედო“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მოლდოვას ჩემპიონს, ტირასპოლის “შერიფს” შეხვდება: პირველი მატჩი 10 ივლისს ქუთაისში გაიმართება, ხოლო განმეორებითი – 17 ივლისს ტირასპოლში. „შერიფთან“ გამარჯვების შემთხვევასი, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ქუთაისელთა მომდევნო მეტოქე მაკედონიური „შკენდიასა“ და უელსური „ნიუ საინტის“ წყვილში გამარჯვებული იქნება.
„ტორპედო“ ევროსეზონს დამარცხების შემთხვევაშიც გააგრძელებს და ევროპის ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფინურ „ჰიკსა“ და ფარერების „ვიკინგურს“ შორის დამარცხებულს დაუპირისპირდება.