„ტორპედოს“ ქომაგების ულტიმატუმი - თუ დღის ბოლომდე დავალიანება არ გასწორდება, ხვალიდან ქუთაისის მერიასთან აქციებს დავიწყებთ
„ტორპედოს“ ქომაგების ულტიმატუმი - თუ დღის ბოლომდე დავალიანება არ გასწორდება, ხვალიდან ქუთაისის მერიასთან აქციებს დავიწყებთ
„ყველამ წაიკითხეთ და გააზიარეთ“, – ასე იწყება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული წერილი, რომელიც ქუთაისის „ტორპედოს“ ფან-კლუბმა „ჩვენ ვართ ტორპედო“ გაავრცელა.
„როგორც უკვე იცით, გუნდს 3 თვეა ხელფასი არ აუღია. 10 დღის წინ გუნდის პრეზიდენტი ზაზა ჩაჩავა ჩამოვიდა ქუთაისში და როგორც ფანებს, ისე ფეხბურთელებს და შტაბს დაგვპირდა, რომ მოგვეცადა და 29 მაისს, ანუ გუშინ, ყველაფერს გაასწორებდა. და თუ ამას ვერ შეძლებდა, გუნდიდან წავიდოდა. მერიის წინ დაწყებული აქციებიც ამის საფუძველზე შევწყვიტეთ, თუმცა გუშინ პრობლემის მოგვარება კი არა, საერთოდ კონტაქტზე არ გამოვიდა. შესაბამისად, გუშინ ფანებს შეხვედრა გვქონდა და ერთობლივი გადაწყვეტილება მივიღეთ: თუ დღეს, დღის ბოლომდე გუნდში ყველა დავალიანება არ გასწორდება, ხვალ 12 საათიდან დავიწყებთ აქციებს მერიასთან. ეს აქციები დღითი დღე მასშტაბური გახდება და გაგრძელდება, ვიდრე მიზანს არ მივაღწევთ! არანაირი დროის მიცემა აღარ იქნება – ან დღეს გასწორდება ყველაფერი, ან თავისი ნებით წავა გუნდიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი ქალაქი მის წინააღმდეგ ამხედრდება!“ – წერია ქუთაისელი ფანების განცხადებაში.