ეროვნული ლიგის მე-4 ტური თბილისში, „მიხეილ მესხი 2“-ზე გამართული შეხვედრით დასრულდა – თბილისის „მერანმა“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და სეზონში პირველი მარცხი განიცადა, ქუთაისელებმა კი პირველად მოიგეს.
ანგარიში 32-ე წუთზე ქუთაისელებმა გახსნეს: მასპინძლებმა გიორგი ფანცულაიას მწვავე შეტევა მოიგერიეს, მაგრამ დამატებაზე „ტორპედოს“ ლეგიონერმა, ივან ბობკომ მახვილი კუთხიდან ზუსტად დაარტყა – 0:1.
ქუთაისელებმა უპირატესობა მე-60 წუთზე გაზარდეს – ზაზა ციცქიშვილის კარგი გადაცემით, მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა გიორგი ფანცულაიამ „ტორპედოს“ უპირატესობა გაზარდა და ბოლო ორ შეხვედრაში მესამე გოლი გაიტანა – 0:2.
საბოლოოდ, შეხვედრა ასეც დასრულდა, ქუთაისის „ტორპედომ“ მიმდინარე სეზონში პირველი მატჩი მოიგო და 4 ტურის შემდეგ, 4 ქულით მე-7 ადგილზე დაწინაურდა, ხოლო „მერანი“ 3 ქულით მე-9 ადგილზე დაქვეითდა.