ქუთაისის „ტორპედოს“ ორი საკვანძო მოთამაშე, ტრავმირებული ცოტნე ნადარაია და მომო იანასე ეროვნული ლიგის უახლოეს შეხვედრის შემდეგ დაუბრუნდებიან, – ინფორმაციას ქუთაისური კლუბის პრეს-სამსახური ავრცელებს.
მცველი ცოტნე ნადარაია თბილისის „იბერიასთან” გამართულ ეროვნული ლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში დაშავდა და მოედანი ნაადრევად დატოვა. გუნდის ცნობით, ჩატარებული კვლევების შედეგად, ფეხბურთელს ცხვირის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება. ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა და „გაგრასთან“ თამაშის შემდგომ შეუერთდება სავარჯიშო პროცესს.
„გაგრასთან“ მატჩის შემდეგ გუნდთან ერთად ვარჯიშს განაახლებს მომო იანსანეც. გვინეელი თავდამხმელი გორის „დილასთან“ მატჩის 31-ე წუთზე დაშავდა და შესაცვლელი გახდა, მას შემდეგ კი სამი მატჩი გამოტოვა.
ქუთაისის „ტორპედო“ ეროვნული ლიგის 25-ე ტურში „გაგრას“ 22 სექტემბერს „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ დაუპირისპირდება. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.