ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა, ვოვა ხაჩიძემ თბილისის „ლოკომოტითან“ გასვლით 2:1 მოგებაზე კომენტარი გააკეთა.
„ზედიზედ ორი წარუმატებელი მატჩის შემდეგ, „ლოკომოტივთან“ მოგება ძალიან გვჭირდებოდა. კარგად დავიწყეთ მატჩი, აქტიურად ვუტევდით, პენალტიც მოვიპოვეთ. ფეხბურთელების საქებრად უნდა ითქვას, რომ ვერგამოყენებული პენალტის შემდეგ არ მოდუნდნენ, გააგრძელეს შეტევები და ორი გოლიც გავიტანეთ. ცუდი ისაა, რომ გაშვებული გოლის შემდეგ ავირიეთ. ჩვენთვის გულშემატკივრის ფაქტორიც ძალიან მნიშვნელოვანია. მომდევნო მატჩებში ვეცდებით უფრო მოვუმატოთ“, – ამბობს ვოვა ხაჩიძე.
ქუთაისელთა გამოცდილმა მწვრთნელმა სატრანსფერო პრობლემის მოგვარებაზეც ილაპარაკა.
„სატრანსფერო ბანი მოგვეხსნა და სამი ახალწვეული დავიმატეთ. მართალია, იდეალურ ფორმაში არ არიან ჯერ, მაგრამ მოუმატებენ და გუნდს უფრო მეტად წაადგებიან“, – აცხადებს ხაჩიძე.