ქუთაისის „ტორპედომ“ ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო – საქართველოს ჩემპიონმა ფარერის კუნძულების „ვიკინგური“ 3:0 დაამარცხა და ევროპის ლიგის მესამე ეტაპზე გასვლის რეალური შანსი გაუჩნდა.
გამარჯვების შემდეგ, შეხვედრა მედიასთან „ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა შეაფასა.
„კარგი თამაშისთვის ფეხბურთელებს მადლობას ვუხდი. მეტოქემ რამდენიმე რეალური მომენტი მაინც შექმნა, თუმცა მაინც კომფორტული ანგარიშით დავამარცხეთ. ასეთი რამ განმეორებით მატჩში უნდა გამოვრიცხოთ და ფარერებზეც მოსაგებად ვითამაშოთ. ლეგიონერები ჯერ სასურველ ფორმაში არ არიან. მათგან მეტს ველოდები და დარწმუნებული ვარ, თამაშიდან თამაშამდე მოუმატებენ“, – ამბობს კახა ჩხეტიანი.