„ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი - ალბანეთში შექმნილ პრობლემებზე საქართველოში ვილაპარაკებ
„ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი - ალბანეთში შექმნილ პრობლემებზე საქართველოში ვილაპარაკებ

ქუთაისის „ტორპედომ“ ევროპის ლიგის განმეორებითი მატჩი ალბანურ „კუკესსთან“ 0:2 წააგო, მაგრამ თბილისში მოგებული ჰქონდა (5:2) და ორი მატჩის ჯამში, პლეი ოფში გავიდა.

მატჩის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე შეხვედრა ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა შეაფასა.

„მთავარია, რომ პლეი ოფში ჩვენ გავედით. ვულოცავ „კუკესს“ დღევანდელ გამარჯვებას. მათ დღეს დაიმსახურეს გამარჯვება ისევე, როგორც თბილისში – „ტორპედომ“. გუშინაც ვთქვი, ვიცოდი, რთული მატჩი რომ გველოდა და ასეც მოხდა. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ფეხბურთელებს. პრობლემებზე, რაც აქ დაგვხვდა, საქართველოში ვისაუბრებთ, იქ გავაკეთებთ ანალიზს. პლეი ოფში მაქსიმუმს გავიღებთ, რომ მთელ საქართველოს სიხარული მოვუტანოთ“, – ამბობს ჩხეტიანი.