ტორპედოს მნიშვნელოვანი შეთანხმება - როინ კვასხვაძე ქუთაისში რჩება 
ტორპედოს მნიშვნელოვანი შეთანხმება - როინ კვასხვაძე ქუთაისში რჩება 

როინ კვასხვაძე ქუთაისის ტორპედოში დარჩა და გუნდთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს – ინფორმაცია პირველ არხს კლუბში დაუდასტურეს.

3 თებერვალს ტორპედო მზადებას თურქეთში გააგრძელებს და ორი კვირის განმავლობაში 5 ამხანაგურ მატჩს გამართავს. მზადების პარალელურად, კლუბი გაძლიერებას და ლიდერების შენარჩუნებს ცდილობს.

როინ კვასხვაძეს ტორპედოსთან კონტრაქტი აკავშირებდა, ახლა კი კლუბის ხელმძღვანელობა ხელშეკრულების გახანაგრძლივებაზე შეუთანხმდა. შეგახსენებთ, რომ 30 წლის მეკარე ქუთაისური გუნდის კაპიტანია, 2012 წლიდან კი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი (8 მატჩი).

კვასხვაძე ტორპედოში 2016 წლის იანვარში დაბრუნდა და მას შემდეგ მშობლიური ქალაქის გუნდში გამოდის. ქუთაისურ კლუბში მან ყველა ქართული ტიტული მოიპოვა – ჩემპიონობა, საქართველოს თასი და სუპერთასი. ტორპედო 2017 წელს ეროვნული ლიგის გამარჯვებული, ხოლო 2018 წელს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მფლობელი სწორედ კვასხვაძის მიერ მოგერიებული პენალტების წყალობით გახდა.