„ტორპედოს“ ლეგიონერი უკრაინაში არ დაბრუნდა
„ტორპედოს“ ლეგიონერი უკრაინაში არ დაბრუნდა

ქუთაისის „ტორპედოს“ უკრაინელმა ახალწვეულმა ვიტალი პონომარმა უკრაინულ გამოცემა „ნაშრიდკუპთან“ საქართველოში კორონავირუსის დროს არსებულ ვითარებაზე ილაპარაკა.

„საქართველოში თურქეთიდან ჩამოვფრინდი. აეროპორტში ბევრი პოლიციელი დამხვდა, კორონავირუსზე შემამოწმეს, გამიზომეს ტემპერატურა, შეამოწმეს ჩემი პასპორტი და მკითხეს, ქვეყანაში რა მიზნით ჩამოვედი. ახლა ქუთაისში უამრავი ნიღბიანი დადის, სუპერმარკეტებში ყველა მოლარე ნიღბებსა და ხელთათმანებშია. ბევრი რამაა დაკეტილი – კაფეები, სპორტული დარბაზები. გუნდის ბაზაც დაიხურა, რადგან ამ შენობაში ვირუსით დაავადებულთა მიღებას აპირებენ“, – ამბობს ვიტალი პონომარი.

უკრაინელი ფეხბურთელის თქმით, საქართველოს დატოვება არ ისურვა: „უკრაინის საელჩოდან დამიკავშირდნენ და საქართველოდან გამგზავრება შემომთავაზეს. მაგრამ არანაირად არ შემიძლია, რადგან გუნდთან ხელშეკრულება მაქვს. ჩვენ ჩაკეტილები ვართ და ძირითადად ბინაში ვარ. ინდივიდუალურ პროგრამით სავარჯიშოდ გარეთ მხოლოდ დღეს გავედი, ვცდილობ არსად წავიდე“.