„ტორპედოს“ ლეგიონერებმა მოაგებინეს - ქუთაისელები მესამე ადგილზე დაწინაურდნენ #1TVSPORT
„ტორპედოს“ ლეგიონერებმა მოაგებინეს - ქუთაისელები მესამე ადგილზე დაწინაურდნენ #1TVSPORT

ეროვნული ლიგის 31-ე ტური „დავით პეტრიაშვილი – არენაზე“ გამართული შეხვედრით დასრულდა – „გაგრამ“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

პირველ ტაიმში უპირატესობა „გაგრამ“ მოიპოვა. 27-ე წუთზე გუნდი საბა მამაცაშვილმა დააწინაურა – მასპინძელთა შორის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ საჯარიმოს სიახლოვიდან ძლიერად და ზუსტად დაარტყა.

ქუთაისელებმა მეორე ტაიმის პირველივე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს – გიორგი მჭედლიშვილის ფლანგური გადაცემით ნიკოლა ნინკოვიჩმა ისარგებლა. 65-ე წუთზე კი სერბმა თავდამსხმელმა შესანიშნავი საგოლე გადაცემა შეასრულა, გოლი კამერუნელმა ფრანსუა ეკონგოლომ გაიტანა.

„ტორპედომ“ 31 ტურის შემდეგ მოპოვებული 51 ქულით „საბურთალოს“ (49) გადაასწრო და მესამე ადგილზე დაწინაურდა, ხოლო „გაგრა“ (28) კი ბოლოსწინა, მე-9 პოზიციაზეა.