ტორპედოს ლეგენდის გარდაცვალებას მილანის ყოფილი მენეჯერი გამოეხმაურა - ის იყო ნამდვილი კაპიტანი და ნამდვილი ლიდერი
ტორპედოს ლეგენდის გარდაცვალებას მილანის ყოფილი მენეჯერი გამოეხმაურა - ის იყო ნამდვილი კაპიტანი და ნამდვილი ლიდერი

ქუთაისის ტორპედოს ლეგენდის, ჯემალ ხერხაძის გარდაცვალებას იტალიური გრანდiს, „მილანის“ ყოფილი მენეჯერი რეზო ჭოხონელიძე გამოეხმაურა. 70 წლის სპეციალისტი ჭოხონელიძე ქუთაისის „ტორპედოში“ თამაშობდა, იყო საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების წევრი, იტალიაში კი საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში წავიდა და სამენეჯერო კარიერა აიწყო. ამჟამად ცნობილი სპეციალისტი კიევის „დინამოს“ გენერალური დირექტორია.

რეზო ჭოხონელიძემ ქუთაისის „ტორპედოს“ სახელზე სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა – „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ჯემალ ხერხაძის გარდაცვალების გამო და ვუზიარებ ოჯახს, ახლობლებს. ჩვენგან თავისი გუნდის, ქალაქის ნამდვილი პატრიოტი წავიდა. მხვდა პატივი, მასთან ერთად ქუთაისის „ტორპედოში“ წლების განმავლობაში მეთამაშა. „ტორპედოს“ საფეხბურთო სკოლის აღზრდილი, ნამდვილი კაპიტანი, ნამდვილი ლიდერი… კარიერის 15 წელი მშობლიურ კლუბს მიუძღვნა, რის გამოც ყველას ემახსოვრება, ვისაც კი აინტერესებს ეს კლუბი. საფეხბურთო კარიერის შემდეგ, ხერხაძემ „ტორპედოსა“ და ქართული ფეხბურთის აღორძინება მწვრთნელის რანგში გააგრძელა. კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვინც ხერხაძის ნიჭს აფასებდა, ვინც პატივს სცემდა მის ადამიანურ თვისებებს. მისი ნათელი ხსოვნა მარად დარჩება ჩვენს გულებში“, – წერია კიევის „დინამოს“ გენერალური დირექტორის სამძიმრის წერილში.