„ტორპედოს“ ხელმძღვანელობა გულშემატკივარს შეხვდება და კლუბის სამომავლო გეგმებს გააცნობს #1TVSPORT
„ტორპედოს“ ხელმძღვანელობა გულშემატკივარს შეხვდება და კლუბის სამომავლო გეგმებს გააცნობს #1TVSPORT

2 სექტემბერს ქუთაისის „რამაზ შენგელია არენაზე“ „ტორპედოს“ ხელმძღვანელობა გულშემატკივარს შეხვდება – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„5 სექტემბერს სამი წელი სრულდება მას შემდეგ, რაც „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი“ ქუთაისის „ტორპედოს“ 100%-იანი წილის მფლობელი გახდა და კლუბის განვითარებაზე დაიწყო ზრუნვა.

ქუთაისის „ტორპედოს“ შეძენის უმთავრესი მიზანი როგორც ფეხბურთის, ისე რეგიონული განვითარების ხელშეწყობა, საუნივერსიტეტო და საფეხბურთო საზოგადოების ძალისხმევის გაერთიანება, ასევე სოციალური პასუხისმგებლობის იდეის პოპულარიზაცია იყო.

კლუბის ხელმძღვანელობა 2 სექტემბერს, 18:00 საათზე „შენგელია არენაზე“ გულშემატკივარს შეხვდება, საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება, შეფასდება განვლილი წლები და გაჟღერდება კლუბის სამომავლო გეგმები. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია“, – წერია „ტორპედოს“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 25 აგვისტოს ქუთაისში ეროვნული ლიგის მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართება – „ტორპედო“ უაშუალო კონკურენტს, გორის „დილას“ უმასპინძლებს. „რამაზ შენგელია არენაზე“ შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.