„ტორპედოს“ კაპიტანი - კონფერენს ლიგის მატჩებისთვის ვემზადებით და ვეცდებით, შემდეგ ეტაპზე გავიდეთ #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ კაპიტანმა, მერაბ გიგაურმა ისაუბრა საქართველოს სუპერთასის მოგებაზე, რომლის ფინალშიც მისმა გუნდმა „დინამო თბილისი“ 2:1 დაამარცხა.
„მას შემდეგ, რაც „ტორპედოს“ კაპიტანი ვარ, ეს ამ კლუბთან ერთად ჩემი პირველი ტიტულია და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. სუპერთასის ქუთაისში დასაბრუნებლად ყველაფერი გავაკეთეთ. პრინციპულ მეტოქესთან ფინალი მოვიგეთ – მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის.
გუნდში მშვენიერი განწყობა და მეგობრული გარემოა. წინ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპია და ამ მატჩიებისთვის ვემზადებით. ვეცდებით, შემდეგ ეტაპზე გავიდეთ“.
ქუთაისის „ტორპედო“ კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანურ „ტირანას“ დაუპირისპირდება – სტივ კინის გაწვრთნილი გუნდი 11 ივლისს მეტოქეს ქუთაისში მიიღებს, 18 ივლისს კი ტირანაში ესტუმრება.