„ტორპედოს“ კაპიტანი - ცუდია, რომ გულშემატკივრები თამაშებს ვერ დაესწრებიან
„ტორპედოს“ კაპიტანი - ცუდია, რომ გულშემატკივრები თამაშებს ვერ დაესწრებიან

ქუთაისის „ტორპედოს“ კაპიტანი ვაჟა ტაბარაძე სეზონის განახლების მოლოდინშია, იმედოვნებს, რომ გუნდი სეზონში პირველ გამარჯვებას მოიპოვებს, მაგრამ მაყურებლის გარეშე თამაშის პერსპექტივა არ მოსწონს.

„თავიდან ვერ გავიარეთ ისეთი მომზადება, როგორც გვსურდა. ახლა ფიზიკური კონდიციების ამაღლებას ვცდილობთ. საამისოდ, დროც ბევრი გვქონდა და მიმაჩნია, რომ ამ კუთხით მზად ვართ. ერთი სული გვაქვს, ჩემპიონატი როდის დაიწყება პირველ შეხვედრაში საჩერეს „ჩიხურასთან“ მაქსიმალური გავაკეთოთ. ჩვენთვის გულშემატკივარი დიდი ძალაა და რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, რომ თამაშებზე დასწრების უფლება არ გააჩნიათ. მაგრამ რა უნდა ვთქნათ, ეპიდემიიდან გამომდინარე სხვა გზა არაა“ – ამბობს გუნდის კაპიტანი ვაჟა ტაბატაძე.

ვაჟა ტაბატაძე ქუთაისური საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და ძველი შემადგენლობიდან ლამის ერთად-ერთი მოთამაშეა, რომელიც შარშანდელი შემადგენლობიდან გუნდში დარჩა და ქუთაისის „ტორპედოს“ კაპიტნად აირჩიეს.

ეროვნული ლიგის სეზონს „ტორპედო“ 28 ივნისს განაახლებს – მიხეილ აშვეთიას გუნდი „რამაზ შენგელია არენაზე“ საჩხერეს „ჩიხურასთან“ დაუპირისპირდება.