„ტორპედოს“ გულშემატკივრებმა პოტენციურ ინვესტორებს მიმართეს - ორივესთან გვაქვს ერთი კითხვა - რატომ უნდა გენდოთ თქვენ #1TVSPORT
„ტორპედოს“ გულშემატკივრებმა პოტენციურ ინვესტორებს მიმართეს - ორივესთან გვაქვს ერთი კითხვა - რატომ უნდა გენდოთ თქვენ #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივრებმა გუნდთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელეს სოციალურ ჯგუფ „ჩვენ ვართ ტორპედო“-ში, სადაც ითხოვენ, რომ კლუბის ახალი მფლობელობის მსურველი მათ შეხვდეს.

„ბოლო პერიოდში არსებული პრობლემების ფონზე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ტორპედოს“ შეძენით ორი ინვესტორია დაინტერესებული. საუბარი „ალიანს ჯგუფ ჰოლდინგის“ პრეზიდენტ აიეტ კუკავასა და „ნიუ ვიჟენის“ რექტორ დავით კერესელიძეზეა. ქუთაისის „ტორპედოს“ წლების განმავლობაში არაერთხელ გაუჭირდა, კარგ პერიოდთან ერთად კლუბის ისტორიაში ბევრი მძიმე მომენტიც იყო. სირთულეების მიუხედავად, „ტორპედო“ დღევანდელ დღემდე მაინც მოვიდა და ეს, პირველ რიგში ქალაქის, გულშემატკივრის დამსახურებაა, რომელიც ამ კლუბს ყოველთვის გვერდით ედგა. გამომდინარე აქედან, საჯაროდ მოვითხოვთ ორივე ინვესტორისგან, დავით კერესელიძესა და აიეტ კუკაბავასგან უახლოეს ორ დღეში პირადად შეგვხვდნენ გულშემატკივრებს და უშუალოდ გაგვაცნონ კლუბთან დაკავშირებული მათი გეგმები“, – წერია ქუთაისელ გულშემატკივართა განცხადებაში.

ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივრებმა გუნდში მისვლის მსურველებს კითხვით მიმართეს:

„ჩვენთვის საინტერესოა, რას აპირებთ „ტორპედოში“ და გვაქვს ერთი მნიშვნელოვანი კითხვა ორივესთან: რატომ უნდა გენდოთ თქვენ?! ვიმედოვნებთ, რომ ორივე გულშემატკივრებთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს. აქვე მივმართავთ ქუთაისის მერიასაც დ მოვითხოვთ: ქალაქთან, გულშემატკივართან კომუნიკაციის გარეშე დამოუკიდებლად არ მიიღოთ გადაწყვეტილება ვინმესთვის კლუბის გადაცემაზე!“, – ვკითხულობთ ქუთაისელ გულშემატკივართა განცხადებაში.