„ტორპედოს“ გულშემატკივრებმა მომავალ მფლობელს მიმართეს - გუნდში ძირეული ცვლილებები უნდა განხორციელდეს #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივრებმა მომავალ მფლობელს მიმართეს და გუნდში არსებული მანკიერი სისტემის შეცვლა მოითხოვეს – მიმართვა სოციალურ ქსელში ჯგუფმა „ჩვენ ვართ ტორპედო“ გაავრცელა.
„გუნდში არსებული ვითარების გათვალისწინებით, 20 აგვისტოს ველოდებით. ეს ის თარიღია, როდესაც ქუთაისის „ტორპედოს“ ოფიციალური მფლობელის ვინაობა გაირკვევა. მივმართავთ ქუთაისის „ტორპედოს“ პოტენციურ მფლობელს – გუნდში მოსვლის შემდეგ, უნდა განახოციელოს ძირეული ცვლილებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებული გავხდებით, რომ ამ სისტემის წინააღმდეგ წავიდეთ“, – წერია ფანკლუბის ოფიციალური განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის „ტორპედოში“ მისვლა ორ ჯგუფს სურს – „ნიუ ვიჟენის“ რექტორს, დავით კერესელიძეს და „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ დამფუძნებელსა და პრეზიდენტს, აიეტ კუკავას.
ქუთაისის „ტორპედოში“ მისვლა იტალიელ ბიზნესმენთა ჯგუფს სურდა, მაგრამ მათ გუნდის საკუთრებაში გადაფორმება ვერ მოახერხეს და მეორე წელია, კლუბი ქუთაისის მერიის საკუთრებაშია.