„ტორპედოს“ გულშემატკივრები გუნდის შეძენის მსურველი კომპანიის ხელმძღვანელს შეხვდნენ #1TVSPORT
„ტორპედოს“ გულშემატკივრები გუნდის შეძენის მსურველი კომპანიის ხელმძღვანელს შეხვდნენ #1TVSPORT

„ტორპედოს შეძენის მსურველი „ალიანს ჯგუფ ჰოლდინგის“ პრეზიდენტი აიეტ კუკავა კლუბის გულშემატკივარს შეხვდა. მას შეხვედრაზე ყოფილი ფეხბურთელი და პარლამენტარი დავით ლორთქიფანიძე და პროექტის პრეს-სპიკერი მიხეილ აბაიშვილი ახლდა.

„ალიანს ჯგუფ ჰოლდინგის“ პრეზიდენტთან შეხვედრას ძველი და ახალი თაობის გულშემატკივრები ესწრებოდნენ და აიეტ კუკავას კლუბის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით არაერთი კითხვა დაუსვეს.

აიეტ კუკავამ „ტორპედოსთან“ დაკავშირებით თავისი გეგმები გაგვაცნო. სტუმრებმა გვითხრეს, რომ გუნდის შესაძენად ყველაფერს გააკეთებენ, ქართულ ფეხბურთში დიდ პოტენციალს ხედავენ და პირობა მოგვცეს, რომ კლუბი მათ ხელში ისევ წარმატებული იქნება. მადლობას ვუხდით მათ, რომ ჩვენს განცხადებას მალევე გამოეხმაურნენ, ჩამოვიდნენ და შეგვხვდნენ“, – წერია ქუთაისელი გულშემატკივრების განცხადებაში.

მათ იმედი გამოთქვეს, რომ ასევე შეხვდებიან „ტორპედოს“ შეძენით დაინტერესებულ კიდევ ერთ ინვესტორს, „ნიუ ვიჟენის“ რექტორ დავით კერესელიძეს:

„იმედი გვაქვს, რომ ანალოგიურად მოიქცევა კლუბის შეძენის მსურველი მეორე პოტენციური ინვესტორი, დავით კერესელიძეც. ჩვენთვის საინტერესოა მისი გეგმებიც და გვსურს, მოვუსმინოთ. იმ შემთხვევაში, თუ დავით კერესელიძე გამოთქვამს ჩვენთან შეხვედრის სურვილს, ის უნდა იყოს საჯარო, რომელსაც „ტორპედოს“ ნებისმიერი გულშემატკივარი დაესწრება“.

დატოვე კომენტარი