ქუთაისის „ტორპედოს“ კაპიტანი როინ კვასხვაძე პირველი მოთამაშეა, რომელსაც განახლებული საქართველოს თასი გადაეცა.
ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, 2018 წლიდან საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებულს განახლებული ჯილდო გადაეცემა.
ახალი ნაკეთობა 6 კილოგრამს იწონის, ხოლო სიმაღლეში – 75 სმ-ია. ჯილდოს ქვედა ნაწილზე დატანილია საქართველოს თასის ყველა გამარჯვებული 1990 წლიდან დღემდე.
„თრიალეთის ოქროს თასი“ შუა ბრინჯაოს ხანის საიუველირო საქმის შესანიშნავი მაგალითია. სწორედ ამ თასის მოყვანილობა იქცა ჯილდოს ფორმის თავდაპირველი იდეის შთაგონებად. ქუთაისის „ტორპედო“ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის განახლებული თასის პირველი მფლობელია“,- ამბობს დიზაინერი ბუბა რადიანი.
თასზე ასევე დიზაინერი გიორგი კალმახელიძე მუშაობდა: „მაქსიმალურად შევეცადეთ თავდაპირველი ფორმა თანამდროვე დეტალებით გაგვემდიდრებინა. ასეთია ჯილდოს სახელურები, რომელთა ასიმეტრიული მოყვანილობა ლენტის ასოციაციას იწვევს, ლენტი კი ყოველთვის გამარჯვებასთან და ზეიმთან ასოცირდება. თასის ზედა ნაწილსა და კვარცხლბეკს არასტანდარტული ჭრა აკავშირებს, რომელიც მთლიან ფორმას კიდევ უფრო მეტ თანამედროვეობას სძენს. კვარცხლბეკსა და ჯილდოს ზედა ნაწილს შორის არსებული სფერო ფეხბურთის ბურთის მეტაფორული გამოხატულებაა“.