„ტორპედოს“ გადაცემის პროცედურა დასრულდა - ქუთაისურ გუნდში დავალაინება გაისტუმრეს #1TVSPORT
„ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტსა“ და ქუთაისის მერიას შორის ქუთაისის „ტორპედოს“ გადაცემის პროცედურა დასრულდა – ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა და საფეხბურთო კლუბი ქუთაისის „ტორპედო” უნივერსიტეტს საკუთრებაში გადაეცა.
ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ქარქაშაძემ და „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ კანცლერმა ეკატერინე აზარაშვილმა და ამიერიდან კომპანია გუნდის ერთადერთი მფლობელი იქნება.
როგორც ცნობილია, კომპანია „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი“ საფეხბურთო კლუბ „ტორპედო ქუთაისის“ გასასხვისებლად გამოცხადებული აუქციონის გამარჯვებული და კლუბის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა.
გარიგების თანახმად, უნივერსიტეტმა თავის თავზე აიღო კლუბის ყველა არსებული ვალდებულების დაფარვა. ამასთანავე, კომპანია უზრუნველყოფს უეფა-სა და ეროვნული ფედერაციის სტანდარტების შესაბამისად კლუბის განვითარებას.
თავის მხრივ, ქუთაისის მერიაც აპირებს „ტორპედოს“ მხარდაჭერას და საკუთარი წვლილის შეტანას გუნდის განვითარებაში. საქართველოს პირველი არხისთვის ცნობილი გახდა, რომ გუნდს ბოლო სამი თვის დავალიანება გაუსტუმრეს, რაც „ტოპრპედოში“ ვითარების ნორმალიზებისთვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.