"ტორპედოს“ ფეხბურთელი საავადმყოფოშია და გუნდს ფარერებზე ვერ დაეხმარება
"ტორპედოს“ ფეხბურთელი საავადმყოფოშია და გუნდს ფარერებზე ვერ დაეხმარება

ქუთაისის „ტორპედომ“ ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფარერების „ვიკინგური“ 3:0 დაამარცხა. სამწუხაროდ, ცხნობილი გახდა, რომ საქართელოს მოქმედ ჩემპიონს მეორე შეხვედრაში ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე, ლევან კუტალია დააკლდება.

ფარერელებთან მესამე გოლი სწორედ კუტალიამ გაიტანა. რატომ ვერ ახერხებს შემტევი ნახევარმცველი 2 აგვისტოს თამაშს, ამის მიზეზი „ტორპედოს“ პრეს-სამსახურმა განმარტა.

“გუშინ, მატჩის დასრულების შემდეგ, გუნდის ბომბარდირი ლევან კუტალია ჰაერის უკმარისობის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.ფეხბურთელს დღეს გამოკვლევა ჩაუტარდა და, საბედნიეროდ, ყველაფერი რიგზეა. თუმცა კუტალია გუნდს ფარერებში ვერ გაყვება და შემდეგი მატჩებისთვის მოემზადება” – წერია “ტორპედოს” გაცხადებაში.