„ტორპედოს“ ფეხბურთელები ნაკრებებში გამოიძახეს - ეს ზიდანისთვის პირველი მიწვევაა #1TVSPORT
სანაკრებო პაუზაზე ქუთაისის „ტორპედოს“ ორი ფეხბურთელი ეროვნული გუნდების შეკრებაზე გამოიძახეს – ლაპარაკია ფადი ზიდანსა და ალეკ მუდიმუზე.
ალეკ მუდიმუ ქუთაისის „ტორპედოს“ ახალწვეულია – 26 წლის ზიმბამბველი ცენტრალური მცველი „ტორპედოს“ ფეხბურთელი ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯრის“ დროს გახდა. მუდიმუს ბოლო კლუბი ტირასპოლის „შერიფი“ იყო. ის 2018 წლიდან ზიმბაბვეს ეროვნული გუნდი წევრია. ზიმბაბვეს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის აფრიკული შესარჩევი ეტაპის შეხვედრას 3 სექტემბერს საკუთარ არენაზე გამართავს და ჰარარეს ნაციონალურ სტადიონზე სამხრეთ აფრიკას უმასპინძლებს, ხოლო 7 სექტემბერს ეთიოპიას ბაჰრ-დარში ესტუმრება.
28 წლის ფადი ზიდანი პალესტინის ნაკრების წევრია. ქუთაისის „ტორპედოში“ წელს ჩაირიცხა და 19 მატჩში ანგარიშზე 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა ჩაიწერა. ის გუნდს ისრაელის „რამათ განადან“ შეუერთდა. ზიდანი პირველად მიიწვიეს პალესტინის ნაკრებში, რომელიც ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს – „ტორპედოს“ შემტევი და მისი თანაგუნდელები 2 სექტემბერს ბიშკეკში ყირგიზეთს ესტუმრებიან, ხოლო 5 სექტემბერს – ბანგლადეშს ეთამაშებიან, ეს მატჩიც ყირგიზეთის დედაქალაქში ჩატარდება.