„ტორპედოს“ ფანკლუბი ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, მეპატრონემ, ზაალ ჩაჩავამ „ტორპედო“ ნამდვილად დატოვა.
კლუბის ოფიციალურმა გვერდმა „ტორპედოდან“ მეპატრონის, ზაზა ჩაჩავას წასვლა კი დაადასტურა, თუმცა მოგვიანებით, ჩაჩავას წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქუთაისური კლუბის ოფიციალურ გვერდზე ჰაკერული შეტევა განხორციელდა და ინფორმაცია სიმართლეს არ შეეფერებოდა.
ინფორმაციას გამოეხმაურა „ტორპედოს“ ფანკლუბი – „ჩვენ ვართ „ტორპედო“: „ძალიან ბევრმა მოგვწერა და კომენტარი გააკეთა იმაზე, რომ ჩაჩავა არსად წასულა და ისევ „ტორპედოს“ პრეზიდენტია. 100-პროცენტიანი დარწმუნებით შეგვიძლია გითხრათ, რომ ზაალ ჩაჩავამ „ტორპედო“ დატოვა და ოფიციალურად გუნდი მერიამ ჩაიბარა მანამ, სანამ ახალი სპონსორი არ გამოჩნდება. რაც შეეხება დავალიანების გასწორებას, ამაზე ჯერ ზუსტი ინფორმაცია არ გაგვაჩნია და როცა გვექნება შეგატყობინებთ რა და როგორ იქნება. ამ ეტაპზე კი, მთავარი მიზანი მიღწეულია – ჩაჩავა ჩვენი გუნდის პრეზიდენტი აღარაა“, – აღნიშნულია „ჩვენ ვართ „ტორპედოს“ ფეისბუქგვერდზე.