ქუთაისის საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ ფანკლუბი „We Are Torpedo – ჩვენ ვართ ტორპედო“ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და გუნდის გულშემატკივრებს ხვალისთვის კლუბის ბაზასთან შეკრებისკენ მოუწოდებს.
„ქუთაისის „ტორპედო“დაშლის პირასაა, გუნდში არსებულმა კრიზისმა პიკს მიაღწია, საქმე ფინანსურ დავალიანებებს ეხება. ხვალ 13:00-დან 14:00 საათამდე ყველა, ვისაც ამ გუნდზე გული შესტკივა, მოდით „ტორპედოს“ საღორიას საწვრთნელ ბაზაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა დაადასტურა, რომ გუნდს ბოლო ფინანსური პრობლემები აქვს.