„ტორპედოს“ ევროშანსი სამწლიანი პაუზის შემდეგ - ჩხეტიანი ცხრილში დაწინაურებამ გაახარა #1TVSPORT
„ტორპედოს“ ევროშანსი სამწლიანი პაუზის შემდეგ - ჩხეტიანი ცხრილში დაწინაურებამ გაახარა #1TVSPORT

კახა ჩხეტიანი გახარებულია, რომ ქუთაისის „ტორპედო“ სატურნირო ცხრილში ერთი საფეხურით დაწინაურდა და ეროვნული ლიგის ლიდერებს მიუახლოვდა. მან „თელავთან“ მატჩი შეაფასა და წინსვლაზეც ისაუბრა.

„თელავთან“ შეხვედრას დადებითად შევაფასებ, რადგან ორივე გუნდი კარგად გამოიყურებოდა როგორც ბურთის ფლობით, ასევე ორი ტაიმის განმავლობაში მოედანზე იყო ბრძოლა. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ბურთის ფლობაში მინდვრის საფარი საშუალებას არ გვაძლევდა, მაგრამ რამდენადაც შესაძლებელი იყო, ორივე გუნდი ამ კომპონენტში გამოირჩეოდა.

ვფიქრობ, უყურადღებობა გამოვავლინეთ, როდესაც გოლი გავუშვით. საგოლე მომენტები ჩვენც გვქონდა და „თელავსაც“ და ამის გათვალისწინებით ფრე ლოგიკური შედეგი იყო. კარგია, რომ ცხრილში ერთი საფეხურით ავიწიეთ. მადლობას ვუხდი ჩემს ბიჭებს, რომ იბრძოლეს და მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, რომელბმაც ამხელა გზა გამოიარეს და მხარი დაგვიჭირეს“, – ამბობს კახა ჩხეტიანი.

23-ე ტურში ქუთაისის „ტორპედომ“ „თელავმა“ გასვლაზე 1:1 ითამაშა და 31 ქულა დააგროვა –  ჩხეტიანის გაწვრთნილებმა „საბურთალოს“ (30) გადაასწრეს და მიმდინარე სეზონში მე-5 პოზიციაზე პირველად დაწინაურდნენ. ეს გუნდისთვის არის შანსი, სამწლიანი პაუზის შემდეგ ევროსაგზურისთვის პირველად იბრძოლოს.