„ტორპედოს“ ერთ-ერთი ლიდერის საყვარელი წიგნები - პანდემიით ვისარგებლე და ბევრი საინტერესო აღმოვაჩინე
ირაკლი ძარია კარანტინის პერიოდში ვარჯიშთან ერთად წიგნებს კითხულობს და თქვენც ამას გირჩევთ – ინფორმაციას ქუთაისის „ტორპედოს“ ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, რომელიც წელს ქუთაისის „ტორპედოში“ ჩაირიცხა, გუნდის ოფიციალურ გვერდთან სამი საყვარელი წიგნი დაასახელა.
ირაკლი ძარიას სამი საყვარელი წიგნი: 1 – გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“; 2 – ერიჰ მარია რემარკის „ტრიუმფალური თაღი“; 3 – ჟოზე სარამაბუს „იესოს სახარება“.
„სანამ სრულფასოვანი ვარჯიშები დაგვიწყია, პანდემიით ვისარგებლე და წაინტერესო წიგნები აღმოვაჩინე. საერთოდ, კითხვა მიყვარს, რასაც ყველას ვურჩევ, რადგან ეს ადამიანს ცვლის და ფიქრს აჩვევს. პანდემიის პერიოდში დეტექტივებზე გადავერთე. ზოგჯერ, მისტიკა და ფანტასტიკაც მაინტერესებს.“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ირაკლი ძარია.