მოქმედი ჩემპიონი ეროვნული ლიგის ახალ გამარჯვებულს სიმბოლურად საჩემპიონო კორიდორს მოუწობს – ინფორმაციას ქუთაისის „ტორპედოს“ პრეს-სამსახური ავრცელებს.
30 ნოემბერს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, ეროვნული ლიგის 34-ე ტურის შეხვედრაში, „ტორპედო“ რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს „საბურთალოს“, რომელმაც გუშინ, თბილისის „დინამოსთან“ მოგებით (2:1), საქართველოს ჩემპიონობა გაინაღდა.
„ქუთაისის „ტორპედო“ ულოცავს „საბურთალოს“ ქვეყნის ჩემპიონობას და 30 ნოემბერს, პატივისცემის გამოხატვის ნიშნად, მეტოქეს საჩემპიონო კორიდორსაც მოუწყობს“ – წერია „ტორპედოს“ ოფიციალურ გვერდზე.
ქუთაისის „ტორპედო“ გასული სეზონის გამარჯვებულია და ეს ტიტული „საბურთალომ“ ჩამოართვა. მაგრამ აღსანიშნავი ისაა, რომ მსგავსი ჟესტით ყოფილ ჩემპიონს ახლისადმი პატივისცემა საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში აქამდე არ გამოუვლენია.