საერთაშორისო კომპანია „ედენარო“ ქუთაისის „ტორპედოს“ ახალი გენერალური სპონსორია – თანამშრმლობის დაწყებაზე ინფორმაცია გუნდის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
„გუნდის ახალი გენერალური სპონსორი, „ედენარო“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ონლაინ გაყიდვების მაღაზიაა, სადაც ნებისმიერი ნივთის ნებისმიერი რაოდენობით შეძენაა შესაძლებელი, მათ შორის კრიპტოვალუტითაც, რითაც გამოირჩევა თავისი კონკურენტებისგან. კომპანია წარმატებულად მუშაობს როგორც ევროპაში, ისე აშშ-ში“ – წერია გუნდის ოფიციალურ ვებგვერდზე.
უფრო დეტალურად ახალი გენერალური სპონსორის შესახებ, 14:00 საათზე, პრესკონფერენციაზე ტორპედოს პრეზიდენტი ფაბიო მანინო ისაუბრებს.