„ტორპედომ“ ზიდანი დაიმატა - ის საქართველოში პირველი პალესტინელი ლეგიონერია
„ტორპედომ“ ზიდანი დაიმატა - ის საქართველოში პირველი პალესტინელი ლეგიონერია

ქუთაისის „ტორპედოში“ ბევრი ახალწვეულია, რომლებიც უკვე საქართველოში არიან და მოსამზადებელ ეტაპზე გუნდის ფორმა მეორე ამხანაგურ მატჩში მოირგეს.

ქუთაისელებმა მარტვილის „მერანს“ უმასპინძლეს და მატჩი ფრედ, ანგარიშით 0:0 დაასრულეს. პირველი ტაიმის შემდეგ შემადგენლობა 100%-ით შეიცვალა და მეორე ტაიმში სრულიად სხვა თერთმეტეული გამოვიდა.

ქუთაისელთა ძირითად შემადგენლობაში ითამაშეს მეკარე დინო ჰამზიჩმა და პალეტინელმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა ფადი ზიდანმა, რომელიც გუნდს ისრაელის „რამათ განადან“ შეუერთდა.

„ტორპედოს“ რიგებში გამოჩნდა ალბანელი შემტევი ალადინ სალაკუ. ქუთაისი „ტორპედომ“ კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია განის ნაკრების (ყოფილ) მცველ სამუელ ინკუმთან, რომელიც გასულ სეზონში „სამტრედიაში“ თამაშობდა.

ქუთაისელთა რიგებში ასევე გამოჩნდა ალჟირელი ნახევარმცველი მეჰდი ბოუკასი – ნიდერლანური „როდას“ 21-წლამდელთა ყოფილი მოთამაშე, რომელიც ბოლოს ბულგარულ „ჩერნო მორეში“ გამოდიოდა. გუნდში ასევე არიან მარატ ტუშიბაევი და ბელარუსი ნახევარმცველი დმიტრი რეკიში (ბობრუისკის „ბელშინა“)