„ტორპედომ“ ვარჯიში შეაჩერა - კლუბი მზადაა, ბაზაზე საკარანტინო ზონა მოაწყოს
„ტორპედომ“ ვარჯიში შეაჩერა - კლუბი მზადაა, ბაზაზე საკარანტინო ზონა მოაწყოს

სხვა ქართული გუნდების მსგავსად, ქუთაისის „ტორპედომ“ ვარჯიში შეაჩერა – ამის შესახებ კლუბმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

„ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვგრძნობთ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას და ვითვალისწინებთ რეკომენდაციებს. რისკების თავიდან არიდების მიზნით, როგორც მთავარი, ისე ასაკობრივი გუნდები გარკვეული დროით წყვეტენ ვარჯიშს. ამასთანავე, მზად ვართ კლუბის საწვრთნელი ბაზა საკარანტინო ზონად მოვაწყოთ“ – წერია ქუთაისური კლუბის განცახდებაში.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში და ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სფფ-ის ეგიდით გამართული ყველა ჩემპიონატი 1 აპრილამდე შეაჩერა.