„ტორპედომ“ ტემპი და მოგებები აკრიფა - ქუთაისელებმა შეკრებაზე ზედიზედ მესამედ მოიგეს
„ტორპედომ“ თურქეთში ზედიზედ მესამე ამხანაგური მატჩი მოიგო – ამჯერად, კახა ჩხეტიანის გუნდის მეტოქე სერბული „რადი“ იყო, რომელსაც ქუთაისელებმა დამაჯერებლად სძლიეს.
მერვე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ ახლო მანძილიდან ძლიერი დარტყმით სერბების კარი აიღო – 1:0. 58-ე წუთზე მან დუბლი შეასრულა – 2:0. შეხვედრის მიწურულს, ქუთაისელთა ბრაზილიელ ლეგიონერთან, რიჩარდ ლუკასთან უხეშობისთვის სერბების მცველი მოედნიდან გააძევეს, ხოლო ჯარიმა გრიგოლ დოლიძემ უნაკლოდ შეასრულა 3:0. ამის შემდეგ სერბებმა პრესტიჟის გოლი პენალტით გაიტანეს და საბოლოო ანგარიში – 3:1 დააფიქსირეს .
„ტორპედო“ – „რადი“ 3:1
გოლები: 1:0 ზივზივაძე (8. კაპანაძის პასით), 2:0 ზივზივაძე (58), 3:0 დოლიძე (86), 3:1 (88)
„ტორპედო“: ქვილითაია, გეგეჩკორი, ხურცილავა, კობახიძე, ქავთარაძე, ცინცაძე, გიგაური, სტიეპოვიჩი, ზივზივაძე, კაპანაძე, ქიმაძე
სათადარიგოები: მიქაია, ტაბატაძე, ბურჯანაძე, ნებიერიზე, ჭიჭინაძე, ბოჭორიშვილი, ჩაჩუა, დოლიძე, შარვაშიძე, რიჩარდ ლუკა, წიქარიძე