„ტორპედომ“ „თელავი“ ბოლო წუთებზე დაამარცხა #1TVSPORT
„ტორპედომ“ „თელავი“ ბოლო წუთებზე დაამარცხა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მეექვსე ტური სამტრედიაში გამართული მატჩით დაიწყო – ქუთაისის „ტორპედომ“ „თელავს“ უმასპინძლა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – 1:1.

„ეროსი მანჯგალაძე – არენაზე“ შედგა „თელავის“ სტუმართა მთავარი მწვრთნელის, ვარდან მინასიანის დებიუტი. პირველი ტაიმის გმირი სტუმართა მეკარე ლევან თანდილაშვილი იყო, რომელმაც რამდენიმე დარტყმა მოიგერია, 45+1-ე წუთზე კი გიორგი კუხიანიძის შესრულებული პენალტიც აიღო.

დაიწყო მეორე ნახევარი და ქუთაისელებმა ანგარიში გახსნეს. 50-ე წუთზე საჯარიმოში მარჯვენა ფლანგიდან ირაკლი ბუღრიძე შევარდა და საკმაოდ რთული პოზიციიდან ზუსტად დაარტყა. თუმცა, „თელავმა“ 66-ე წუთზე წონასწორობა ღადგინა – თავური დარტყმით მასპინძლებს ვაჟა ფაცაციამ გაუტანა.

ქუთაისელებმა მთელი ძალებით შეუტიეს და მატჩის მიწურულს მიზანს მაინც მიაღწიეს. 88-ე წუთზე ლევან გეგეჭკორის გადაცემით „ტორპედოს“ მცველმა, პედრო მონტეირომ „თელავის“ კარი აიღო და ქუთაისელებს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა 2:1.

ეროვნულ ლიგაში გამართული ექვსი ტურის შემდეგ „ტორპედო“ 12 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო „თელავი“ (5 ქულა) მე-7 პოზიციაზე დარჩა.