„ტორპედო“ „ლოკომოტივთან“ მატჩისთვის ემზადება. გუნდთან ერთად 20 წლის დავით იონანიძემაც ივარჯიშა.
20 წლის თავდამსხმელი „ტორპედოს“ გაზრდილია, მაგრამ 2018 წლიან სათამაშო პრაქტიკისთვის საჩერის „ჩიხურაში“ იჯარით თამაშობდა. ახლა ის მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა. „ტორპედოს“ ოფიციალური გვერდის ცნობით, დავით იონანიძემ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
იონანიძე ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯარაში“ ქუთაისის „ტორპედოს“ მეორე ახალწვეულია. მანამდე გუნდმა „ვიტ ჯორჯიადან“ ცოტნე მოსიაშვილი დაიმატა.
20 წლის თავდამსხმელი ცნობილი გოლეადორის, ზურაბ იონანიძის ვაჟია, რომელიც 2009 წელს ეროვნული ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი (216 გოლი) გახდა და ერთადერთია, რომელმაც ლიგაში 200 გოლი გაიტანა.